წინასწარი ინფორმაციით, ზუგდიდში 3 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა

წინასწარი ინფორმაციით, წმინდა ლუკას სახეობის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

შემთხვევის დროს პალატაში მცირეწლოვანის დედა იმყოფებოდა. ის ბავშვს საჭმელს უმზადებდა.

ექიმების თქმით, სამი წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობით მოტეხილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.

მცირეწლოვანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მას ბავშვთა რეანიმაცია სჭირდება, ამიტომ მას ქუთაისში გადაიყვანან, სადაც ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button