წინასწარი ინფორმაციით, კახეთის 6 ოლქიდან 5-ში მეორე ტური დაინიშნება

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, კახეთის 5 ოლქში მეორე ტური დაინიშნება. კახეთის 6 ოლქიდან 50 პროცენტიანი ბარიერი გადალახა მხოლოდ სიღნაღი – დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა “ქართული ოქნებიდან” ირაკლი შოლაშვილმა.

6 ოლქში პირველ და მეორე ადგილებზე ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არინა.

ცესკოს წინასწარი მონაცმეები ასეთია:

ლაგოდეხი-ყვარელი

„ქართული ოცნება“ – გურამ მაჭარაშვილი 37,5%
„ნაციონალური მოძრაობა“ – გურამ კაკალაშვილი 24,72%

სიღნაღი-დედოფლისწყარო

„ქართული ოცნება“ – ირაკლი შიოლაშვილი – 52.88%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – ლევან ბეჟაშვილი – 29.4%;

გურჯაანი

„ქართული ოცნება“ – დავით სონღულაშვილი – 44.09%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი ღვინიაშვილი 32.22%;

საგრეჯო

„ქართული ოცნება“ – რომან მუჩიაშვილი – 46.46%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი – 25.17%.
„პატრიოტთა ალიანსი“ – ირმა ინაშვილი – 19.76%

თელავი – ყვარელი

„ქართული ოცნება“ – ირაკლი სესიაშვილი 42,09
„ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი ბოტკოველი 34,98

ახმეტა

„ქართული ოცნება“ – გელა სამხარაული 47,51
„ნაციონალური მოძრაობა“ – შაქრო ტერტერაშვილი 32,48

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, 30-პროცენტიანი ბარიერის ნაცვლად, 50-პროცენტიანი ბარიერის დაძლევა უწევთ. შესაბამისად, არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button