წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლის საფუძველზე გაკეთებული პროგნოზების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პროევროპული ორიენტაციის ცენტრისტმა პოლიტიკოსმა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 65,5%-მა მისცა ხმა.

მის მეტოქეს, საფრანგეთის “ეროვნული ფრონტის” ულტრანაციონალისტ ლიდერ მარინ ლე პენს კი – 34,5%-მა.

ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მარინ ლე პენმა მაკრონს გამარჯვება მიულოცა.

“მე ვუსურვე მას წარმატება იმ პრობლემების გამკვლავებაში, რომელთა წინაშეც საფრანგეთი დგას”, – განაცხადა მარინ ლე პენმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა თავის მომხრეებს და საფრანგეთის ყველა პატრიოტს მოუწოდა მონაწილეობა მიიღოს “გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში”.

მსგავსი პოსტები

Back to top button