მსოფლიო

წინასწარი შედეგებით, აზერბაიჯანში არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ “ახალმა აზერბაიჯანმა”.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების 87 პროცენტის მონაცემები გამოაქვეყნა. “ახალი აზერბაიჯანის” კანდიდატებმა 125-დან 65 მანდატი მოიპოვეს.

აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47,71 პროცენტმა მიიღო.

არჩევნებში მონაწილეობდა 1314 კანდიდატი ოცი პარტიიდან და საინიციატივო ჯგუფებიდან. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა. მათი ინფორმაციით, 9 თებერვლის არჩევნები მასობრივად გაყალბდა. აზერბაიჯანის პარლამენტის არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, 2019 წლის დეკემბერში პარლამენტს პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით. მმართველმა პარტიამ მიზეზად დაასახელა რეფორმების გაღრმავების გამო პარლამენტის განახლების აუცილებლობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button