მსოფლიოსიახლეები

ციფრული საშვი მოსკოვში გადაადგილებისთვის

მოსკოვში ადამიანების გადაადგილების გასაკონტროლებლად, ციფრული საშვების სისტემას აამოქმედებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გავრცელება რუსეთში გაიზარდა და საავადმყოფოებს დიდ ტვირთად დააწვა.

როგორც The Guardian წერს, მოქალაქეები საშვებისთვის იმ ვებგვერდზე გაგზავნიან მიმართვას, რომელსაც აქამდე ავტომობილითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის იყენებდნენ.

საშვების სისტემა, რომელიც ოთხშაბათადიდან ამოქმედდება, The Guardian-ის თქმით, შესაძლოა გაფართოვდეს და გააკონტროლონ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სახლის მიმდებარედ გადაადგილდებიან.

მანამდე, მუნიციპალური მთვრობა გეგმავდა, მოქალაქეებისთვის ე.წ. ბარ კოდები მიენიჭებინა და სახლის დატოვებამდე, ყოველ ჯერზე მოუხდებოდათ, ოფიციალური უწყებებისგან QR კოდი მოეთხოვათ.

ორშაბათს, 13 აპრილს რუსეთში ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსის 2 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში 18 328 შეადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში COVID-19-ით 18 ადამიანი დაიღუპა, მთლიანობაში – 148.

მსგავსი პოსტები

Back to top button