ციყვებმა მარკეტიდან 40-ზე მეტი შოკოლადის კანფეტი მოიპარეს [Video]

კანადის ქალაქ ტორონტოს ერთ-ერთ მარკეტში ქურდობის უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაღაზიიდან ტკბილეულის გამტაცებლები ციყვები აღმოჩნდნენ, – იუწყება Global News.

საზრიანი ცხოველები მარკეტში რიგრიგობით იპარებოდნენ და იქიდან 40-ზე მეტი შოკოლადის კანფეტი გაზიდეს.
როცა მარკეტის პატრონმა საქონლის რაოდენობის ნაკლებობა შენიშნა, ქურდებს დაუდარაჯდა და მათი ნამოქმედარი ფირზე აღბეჭდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button