სპორტი

წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ არ დაბრუნდება.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „დინამოს“ აღზრდილ და ამჟამად იჯარით პოლტავის „ვორსკლაში“ განათხოვრებულ გიორგი წიტაიშვილს კიევურ გუნდში დაბრუნება არ სურს.

20 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მაგრამ მარტიდან მოყოლებული ტრავმირებულია და ვერ თამაშობს. გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც თავად ამბობს წიტაიშვილი, ისევ „ვორსკლაში“ გეგმავს ვარჯიშს.

ეს გადაწყვეტილება იმთ აიხსნება, რომ გიორგი წიტაიშვილმა მარტში უკრაინულ პასპორტზე და ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, აიღო ქართული პასპორტი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაირიცხა. ასეთი სტატუსით და პასპორტით კი მას კიევის „დინამოში“ გასაქანს არ მისცემენ.

წიტაიშვილს საიჯარო ხელშეკრულება „ვორსკლაში“ მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button