მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხის უკანონოდ მოჭრისთვის ლაგოდეხში სასამართლო იმსჯელებს

ლაგოდეხში ჭადრის ხე მოჭრეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა , შპს ” ფაუნის” ტერიტორიაზე ჭადრის ხე, შეშის დასამზადებლად გამოიყენა.

ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა გამოავლინეს.

დამრღვევი პირის მიმართ, შესაბამისი ოქმია შედგენილი და მის მიმართ კანონით დადგენილი ჯარიმის დაკისრებაზე, სასამართლო იმსჯელებს.

ლაგოდეხში, გარემოსდაცვის ზედხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოწერილ მაღალ ჯარიმებზე, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ჭიაურის მოსახლეობა საუბრობდა. ადგილობრივებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და ზამთრის სეზონისათვის, ტყიდან შეშის გატანის უფლება ითხოვეს.

მათი მტკიცებით, შესაბამისი სამსახურები, მოსახლეობას სათანადო დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაშიც აჯარიმებენ.

გარემოსდაცვითი უწყებები, კი ტყის თვითნებურ ჭრასა და ძვირფასი ჯიშების განადგურებაზე მიუთითებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button