მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 383 ბავშვია დაღუპული

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 383 ბავშვია დაღუპული, 1125-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა
➡დონეცკის რეგიონში – 389
➡ხარკოვის ოლქში – 205
➡კიევის ოლქში – 116
➡ჩერნიგოვის ოლქში – 68
➡ლუგანსკის ოლქში – 61
➡ნიკოლაევის ოლქში – 61
➡ხერსონის ოლქში – 55
➡ზაპოროჟიეს ოლქში – 41
➡ლასტროვის ოლქში – 45.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 472 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.