მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება-ირაკლი კობახიძე

 

რუსეთის მიერ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას საქართველოში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა

“იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს”. – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ფრენების საკითხი არ არის დაკავშირებული დიპლომატიასთან და ეს ეკონომიკური საკითხია.

“და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება”. – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან საზღვრების გახსნის პოლიტიკას გადახედოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button