ნატო-საქართველოს კომისიამ ერთობლივი დეკლარაცია მიიღო

ნატო-საქართველოს კომისიამ ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღო.

დოკუმენტი 10 პუნქტისგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს თავდაცვითი თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებაში ნატო-ს დახმარებას ეხება.

მოკავშირეები დაეხმარებიან საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარებაში, ყურადღება გამახვილდება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაზე.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მოკავშირეები კვლავ ერთგულები რჩებიან ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების.

დოკუმენტში კიდევ ერთხელაა დადასტურებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მოუწოდებენ რუსეთს შეცვალოს ოკუპირებული რეგიონების ე,წ, დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

ვარშავის სამიტის მეორე დღე

ვარშავაში ნატოს სამიტის გრძელდება. განიხილეს ავღანეთის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დახურულ სხდომაზე, რომელზეც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისია განიხილეს. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაც გამართა,სდაც ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო იმავე ფორმატში და იმავე რაოდენობით რჩება ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

საქართველოს დელეგაცია უცვლელ მხარდაჭერას ელოდება

საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოსთან მიმართებაში არსებული ყველა პროგრესი იქნება დაფიქსირებული. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით უცვლელი მხარდაჭერა ელოდება.
მიხეილ ჯანელიძის კომენტარი

თინა ხიდაშელი სამიტის შესახებ

საქართველოს მისია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია, რის გამოც სხდომის მონაწილეებმა ქართულ მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ვარშავაში გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ის ახალი ინიციატივები, მათ შორის შავ ზღვასთან დაკავშირებით, რომელიც ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, ასევე გაჩნდება კომუნიკეს ტექსტშიც.
თინა ხიდაშელის კოენტარი

საქართველო იმავე ფორმატში და იმავე რაოდენობით რჩება ავღანეთის მისიაში – ირინა იმერლიშვილი
საქართველო იმავე ფორმატში და იმავე რაოდენობით რჩება ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დახურულ სხდომაზე გაჟღერდა, რომელზეც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა სწორედ ავღანეთის მიმართ პოლიტიკა განიხილეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა, განუცხადა.

“აბსოლუტურად სხვა ორბიტაზე გავდივართ”

„აბსოლუტურად სხვა ორბიტაზე გავდივართ,“ – ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საუბრობს. ვახტანგ კაპანაძე ადასტურებს, რომ საქართველო იმავე ფორმატში და იმავე რაოდენობით რჩება ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button