რეგიონი

წითლიძე ფიქრობს, რომ თანაპარტიელები როგორც პარლამენტიდან, ასევე, საკრებულოებიდან უნდა გავიდნენ

ენმ-ს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ფიქრობს, რომ თანაპარტიელები როგორც პარლამენტიდან, ასევე, საკრებულოებიდან უნდა გავიდნენ.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ, მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გავაგრძელოთ ან საპარლამენტო ან საკრებულოებში მუშაობა. ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის თბილისის საკრებულოდან გამოსვლის. ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც პარლამენტის მანდატიის დატოვებას ემხრობა, საკრებულოებიდან გამოსვლას – არა.

შესაბამისად, პოზიციას ნახ ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ ეს არ შევიმჩნიოთ, სწორი არ მგონია. თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარტიის ყველასთან შეთანხმებული პოზიცია. ჩვენ ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ რუსული ოცნება”, – წერს წითლიძე.

მისივე თქმით,ეს ეს ეხება ყველა საკრებულოს, მათ შორის, ოპოზიციურებს, გარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა.

“წალენჯიხაში სხვა მოცემულობა გვაქვს, ეგ განსახილველია”, – განმარტავს დეპუტატი.

“ენმ-ის ფრაქცია საპარლამენტო საქმიანობას სრულად წყვეტს.

მანდატების დატოვებაზე გვექნება კონსულტაციები,-ამბობენ პარტიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button