ანალიტიკაეკონომიკაკრიმინალი

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა

მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას. როგორც გერლიანის და, ლენა გერლიანი, ამბობს, პოლიციასთან ნაპოვნი მანქანა ღიად არის დატოვებული.

ოჯახის წევრებმა უკვე შეიტანეს განაცხადი პოლიციაში, თუმცა უწყებიდან ჯერ რაიმე პასუხი არ მიუღიათ.

“კამერებს ჯერ არ ხსნიან, ვერ მეუბნებიან ეს ნამდვილად ჩემმა ძმამ დააყენა თუ არა? რატო დევს გასაღები? ჩემი ძმა არ არის ის ადამიანი, რომელიც მანქანას ღიად დატოვებს”, – ამბობს ლენა გერლიანი.

გაუჩინარებამდე,  ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა და სოციალურ ქსელში წერდა, რომ სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს.

“გაფარჩაკებული,  პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა”, – წერს ის ფესბუქპოსტში, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა.

ექსპერტი ამავე პოსტში განმარტავს, შსს-ს თანამშრომლი პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე  სხვადასხვა საშუალებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button