წყალბურთელთა ნაკრების ისტორიული გამარჯვება [Photo]

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. იოვან პოპოვიჩის გუნდმა თურქეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 12:11 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველი და შესაბამისად ისტორიულია.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 8:4 მოიგო და თითქოს თამაში გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ თურქებმა ნელ-ნელა უპირატესობა გააბათილეს. გადამწყვეტი მარკო ელაჩას გოლი იყო, რომელიც ხორვატმა ლეგიონერმა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე გაიტანა და ანგარიში 12:10 გახადა.

თურქებმა დარჩენილ დროში ერთი გოლის გაქვითვაც მოასწრეს, გამარჯვება კი საქართველოს ნაკრებს დარჩა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27807″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button