მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ცხელ წერტილად ისევ ხარკოვი რჩება, ბრძოლებია ირპენსა და ბუჩაშიც

რუსეთ-უკრაინის ომის მე-9 დღეს ქალაქი ხარკოვი ისევ ცხელ წერტილად რჩება. ქალაქის დაბომბვა არ წყდება. რუსი სამხედროები ქალაქს მიწასთან ასწორებენ. ოკუპანტებს სარაკეტო იერიშები არა მხოლოდ ქუჩებზე, ტაძრებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე, არამედ სკოლებზეც მიაქვთ. მხოლოდ გუშინ ხარკოვში სამი სკოლა დაიბომბა.

ხარკოვის მერი მოსახლეობას სთხოვს გადაირჩინონ თავი და თავსესაფრებში ჩავიდნენ.

ძვირფასო ხარკოველებო, ჩვენ ომის კიდევ ერთი მძიმე დღეს გადავიტანეთ. ომის, რომელიც მიმართულია ხარკოვის გასანადგურებლად. რატომ ვსაუბრობ ასე? იმიტომ, რომ დღეს შეუწყვეტელი დაბომბვევბი, დაცხრილვები მიდის. დაიწვა თქვენი და ჩვენი რამდენიმე ახალი ავტობუსი, ტრამვაი, მტერი მიზანმიმართულად ანგრევს ქალაქის ინფრასტრუქტურას, ურტყამს ქვესადგურებს, ურტყამს საცხოვრებელ სახლებს ხარკოველების გასანადგურებლად. ყოველწუთს აფეთქებაა, ყოველწუთს ჩვენი კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, ნამდვილი გმირები მუშაობენ ტყვიების ქვეშ. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ქედს ვიხრი ჩვენი დამცველების წინაშე, სამხედროების წინაშე, რომლებიც მტერს ქალაქის მისადგომებთან აკავებენ. დიდი მადლობა თქვენ! ძალიან გთხოვთ, გადაირჩინეთ თავი! ჩადით სარდაფებში, თავშესაფრებში, მეტროპოლიტენში, რომელიც მზად არის თქვენს მისაღებად. ჩვენს საკვებით ვამარაგებთ მეტროპოლიტენს, ცხელს კერძებს ვაკეთებთ, პროდუქტებს ვაწვდით, მედიკამენტებს, – განაცხადა ქალაქის მერმა.

მძიმე ბრძლები მიმდინარეობს ირპენსა და ბუჩაშიც. ამ ქალაქების აღება ახლა ოკუპანტებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი კიევის მისადგომებთან მდებარეობენ. სწორედ ამ ქალაქებშ გაუშვა რუსეთმა საბრძოლველად კადიროვის ჯარისკაცები.

განგაში სიგნალები არ წყდება არც ზღვისპირა ქალაქ მარიუპოლში.

მსგავსი პოსტები

Back to top button