ცხენისა და ვირის ხორცი საკვებში

სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, რომელიც სპეციალურ კვლევას ეყრდნობა, საქართველოში 12 სახეობის ხორცპროდუქტში ცხენის ან ვირის ხორცი აღმოჩნდა.

“სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში – ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ”, – განაცხადეს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

კერძოდ: “პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები და უნდა დაიკლას სასაკლაოზე. სავალდებულოა ხორცი იყოს ეტიკეტირებული და მითითებული იყოს ხორცის სახეობა”, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ვრცლად კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ

მსგავსი პოსტები

Back to top button