ცხინვალის იზოლატორიდან სოფელ კოშკას მკვიდრი გაათავისუფლეს

სოფელ კოშკადან ოკუპანტების მიერ გატაცებული 69 წლის ამირან გუგუტიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს. გათავისუფლებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოლიციას ის აღარ დაუკითხავს, მაშინვე სახლში გადაიყვანეს.

ამირან გუგუტიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, როდესაც საკუთარ ბაღში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ფიჩხის შესაგროვებლად იყო წასული. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button