ცხინვალის იზოლატორიდან ილია თაყაძე გაათავისუფლეს
ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან სოფელ კირბალის მცხოვრები ილია თაყაძე გაათავისუფლეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები, 29 წლის ილია თაყაძე ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გუშინ საღამოს გაათავისუფლეს.
ე.წ. მესაზღვრეებმა ილია თაყაძე სამი დღის წინ სოფლის განაპირას, პირუტყვის მწყემსვის დროს დააკავეს. უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ე.წ. სასამართლოზე, თაყაძეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ჯარის სანაცვლოდ გათავისუფლეს.