ტრაგედია მოხდა კურორტ ბოდრუმთან [Video]

თურქეთის სანაპიროსთან, კურორტ ბოდრუმის შორიახლოს, ზღვიდან დამხრჩვალი ცხედრები ამოიყვანეს.

ნათესავებმა გვამები უკვე ამოიცნეს. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები სირიელი ლტოლვილები იყვნენ, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ კოსზე გადაცურვას აპირებდნენ.

ინციდენტის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 5 ბავშვი და 1 ქალი. 7 ლტოლვილი გადაარჩინეს, ორმა, სამაშველო ჟილეტებში, ნაპირამდე თვითონ მიაღწია. სანაპირო დაცვა კიდევ 2 ადამიანს ეძებს, მაგრამ უშედეგოდ.

ათიათასობით ლტოლვილი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობს, თურქეთის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე გადმოსხდა, რათა შემდგომ საბერძნეთში მოხვედრილიყო, – გადმოსცემს Euronews.

მსგავსი პოსტები

Back to top button