ცხვრის რეგისტრაცია იწყება

წვრილფეხა საქონლის, ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი, საშემოდგომო ვაქცინაციასთან ერთად დაიწყება.

როგორც რადიო “ჰერეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაიწყო მუშაობა წვრილფეხა საქონლის რეგისტრაციის პროგრამის განხორციელებაზე. მათივე ინფორმაციით, საყურე ნიშნების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომელიც ერთი კვირის ვადაში დასრულდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ყველა ის ღონისძიება რომელსაც მთავრობა ახორციელებს მიმართულია მეცხვარეობის დარგის გაჯანსაღებისკენ.

“პროცესი, ხელს შეუწყობს ცხვრის ქართული ჯიშების განვითარებას და პოპულარიზაციას, ხორცსა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე მიკვლევადობას, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას, საქონლის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის გაუმჯობესებას”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button