წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი – ბექა ბასილაია
წლევანდელი წელი უნდა იყოს მისი პატიმრობის დასრულების წელი – ბექა ბასილაია
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ცოტა ხნის წინ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შევიდნენ. ეს არის მათი პირველი შეხვედრა სააკაშვილთან, მას შემდეგ, რას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
თუ 6 იანვრამდე პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს, – ამის შესახებ ადვოკატებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მონახულების შემდეგ განაცხადეს.
ადვოკატების ინფორმაციით, დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფს სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა მაშინ, როდესაც ამის მწვავე საჭიროება დგას. ამავდროულად, მათი თქმით, ადვოკატებისა და სააკაშვილის შეხვედრისას კონფიდენციალობა არ არის დაცული.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მოთხოვნას აყენებს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, კვლავ აანონსებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. სააკაშვილი ითხოვს, აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი “ემპათია”, კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები.
დღესვე მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს მისი გუნდის წევრები გეგმავენ. როგორც ცნობილია, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლას გეგმავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
ადვოკატებმა ვიზიტის დაწყებამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს.
ბექა ბასილაიას და შოთა თუთბერიძის ხმა