ალა პუგაჩოვას სიმღერა აშშ-ის მუსიკალურ ანტირეიტინგში შევიდა [Photo/video]

პოპულარულმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა – ჯიმი ფელონმა, თავის მუსიკალურ ანტირეიტინგში, ალა პუგაჩოვას სიმღერა „Superman” შეიყვანა. იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნული კომპოზიციის მოსმენაც არ ღირს.

ფელონმა, პოპულარულ ტელეშოუში – „The Tonight Show Starring Jimmy Fallon“, პროგრამის საეთერო დროის ნაწილი რუსი პრიმადონას სიმღერის განხილვას დაუთმო და თავის ტრადიციულ ანტირეიტინგში – Do Not Play შეიყვანა.
სიმღერა „Superman“ პუგაჩოვას ალბომ – Watch Out!-ში შევიდა და 1985 წელს შვედეთში გამოიცა. მოგვიანებით, კომპოზიცია რუსულ ვერსიაში გამოჩნდა, სახელწოდებით – “Робинзон”.

შეგახსენებთ, ჯიმი ფელონი, ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანია. მას პოპულარობა იუმორისტულმა გადაცემა – Saturday Night Live-მა მოუტანა, რომელიც ეთერში 1998-დან 2004 წლამდე გადიოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button