ცნობილია თემები რომელზეც პრეზიდენტი პარლამენტში ისაუბრებს

“საპარლამენტო გამოსვლისას, პრეზიდენტი ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას – ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე”, – ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ქუთაისში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთანაც გამართავს.
„მოგეხსენებათ, უმრავლესობამ გაიზიარა პრეზიდენტის წინადადება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვასთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტი დადებითად აფასებს. რაც შეეხება თავად სიტყვის შინაარსს – პრეზიდენტი, პირველ რიგში, ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.