ცნობილმა ილუზიონისტმა ილეთი წარუმატებლად შეასრულა [Photo/Video]

ცნობილმა ამერიკელმა ილუზიონისტმა, დევიდ ბლეინმა რთული ილეთის შესრულების დროს პირი დაიზიანა, – წერს New York Post.

ბლეინმა, ტელეარხ E4-ზე საავტორო შოუში – „მაგიის მიღმა“, სტუდიაში, მრავალრიცხოვანი მაყურებლების წინაშე, ილეთი, სახელწოდებით „ტყვია კბილებით დაიჭირე“, წარუმატებლად შეასრულა და პირი დაიზინა.
გამოცემის ინფორმაციით, ადრე ილუზიონისტი ამ სახიფათო ილეთს უშეცდომოდ ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ დევიდ ბლეინი ქუჩური მაგიით 1997 წლიდანაა დაკავებული. მან 1999 წლიდან ისეთი გრანდიოზული წარმოდგენების გამართვა დაიწო, როგორიცაა „პლასტიკურ კონტეინერში ცოცხლად დამარხვა“, „ყინულში გაყინვა“, „მდინარის ზედაპირზე მცურავ ყუთში 44 დღიანი შიმშილობა“ და „7 წუთითა და 30 წამით სუნთქვის შეკავება“.

 

[print_gllr id=50774]

მსგავსი პოსტები

Back to top button