წნორში დაკარგული ქალი გარდაცვლილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში დაკარგული 58 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული ამ დროისთვის უკვე დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლების ინფორმაციით, ის მას შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და ტრანსპორტს ელოდებოდა. ამ დროის განმავლობაში, გელაშვილების ოჯახი არ გამორიცხავდა, რომ დანაშაული ბრალდებულმა ძარცვის მიზნით ჩაიდინა.

ელზა გელაშვილის გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა სოფლის მიმდებარე ტეროტორიაზე დაკარგული ქალის ფეხსაცმელს მიაგნეს. მათივე ინფორმაციით, ელზა გელაშვილმა ერთ-ერთი ბანკიდან ფული გამოიტანა და მისი კვალიც ამის შემდეგ დაიკარგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button