ცოდნის კაფეს ასაშენებლად 16 ათას 500 ლარი შეგროვდა – ინტევიუ ნანა ბაგალიშვილთან

კახეთში, წნორში, “ცოდნის კაფეს” ასაშენებლად ამ დროისათვის 16 ათას 500 ლარი შეგროვდა – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა განუცხადა. თუმცა იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს კიდევ 70 ათას ლარამდეა საჭირო.
ცოდნის კაფე არაფორმალური განათლების ცენტრია, რაც მოიცავს ყველა დეფიციტურ სივრცეს მუნიციპალიტეტში – წიგნის მაღაზიას დაბალ ფასებად, არაფორმალური განათლების ცენტრს, მულტიმედია ბიბლოთეკასა და მყუდრო კაფეს.
“ცოდნის კაფეში” სხვადსხვა დროს ტრენიგებიც ტარდება. მაგალითად, ხვალ და ზეგ ახალგაზრდებს და სტუდენტებს CV-ის და სამოტივაციო წერილის წერას ასწავლიან, რაც სამსახურის დაწყების დროს ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტია.
უფრო კონკრეტულად, როგორ მიმდინარეობს ცოდნის კაფეს მშენებლობა, როგორც შეგიძლიათ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავი კაფეს არსებობა რეგიონისთვის?
მოუსმინეთ ინტერვიუს ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელთან ნანა ბაგალიშვილთან, მას გიორგი ალადაშვილი ესაუბრა ►