მნიშვნელოვანირეგიონი

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა.

იგი ზუგიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 111 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დაკავებულს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაზარალებული ქალის ინტერესებს საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი მეუღლის მხრიდან წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. მას ეკრძალებოდა გარეთ მარტო გასვლა, მეზობლებთან, მშობლებთან და ნებისმიერ გარეშე პირთან კომუნიკაცია.

ქალი ბინაში იყო ჩაკეტილი ბავშვთან ერთად და გარეთ გასვლას მხოლოდ ქმართან ერთად ახერხებდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაზარალებულმა 2019 წლის 9 სექტემბერს, როდესაც ბავშვთან ერთად ჩაკეტილი იმყოფებოდა, მოახერხა პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც მის მეუღლეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, მას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button