მნიშვნელოვანისიახლეები

ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჭიჭინაძის ქუჩაზე მობილიზებული საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს უპირისპირდებიან.
თბილისში, პარლამენტთან აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

პოლიციამ, სავარაუდოდ, გამოიყენა წიწაკის სპრეი დემონსტრანტების წინააღმდეგ.ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია რამდენიმე პირიც.

ერთ-ერთი მათგანი ტვ პირველთან ამბობს: „პოლიციელს ვეფარებოდი რომ ხელი არ დაერტყათ ამ პოლიციელისთვის და ამ დროს პოლიციელებმა შემასხეს“.

კადრებში ჩანს სულ მცირე, სამი დემონსტრანტი, რომელთაც სპეციალური საშუალებები შეასხეს სახეში.

სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება.

მცირე ხნით ადრე შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქციები ამ დროისთვის მშვიდობიანია და შსს-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს გამოხატვის უფლებაში, დემონსტრანტებს კი აქციის მშვიდობიანად გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

აქციის წინ ბევრი პოლიციელი დგას.

მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button