მნიშვნელოვანისიახლეები
წყალდიდობა გაგრაში – დაზიანდა რამდენიმე შენობა

აფხაზეთში, ოკუპირებულ გაგრაში კოკისპირული წვიმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა,გადაკეტილი იყო ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილი.-იტყობინება დილიდან აფხაზური მედია.
ამავე ცნობით,დაიტბორა კერძო სახლები და სასტუმროები.
კოკისპირული წვიმა, 14 ივნისს დილის 5 საათზე დაიწყო.
როგორც გაგრის რაიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დავიდ ბგანბა აცხადებს,გზა ნაწილობრივ არის ჩაკეტილი, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ეტაპიბრივად გახსნიან მაგისტრალს.
“ეს არ იყო წყალდიდობა, ეს იყო ქარბორბალა. კოკისპირულ წვიმას არ შეეძლო ინფრასტრუქტურის ასეთი დაზიანება გამოეწვია”,-აღნიშნა მან.