მნიშვნელოვანირეგიონი

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა

დღეს დილიდან ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა.

გადაადგილებისთვის მოქალაქეებმა აქამდე არსებულ ფასთან შედარებით 10 თეთრით მეტი გადაიხადეს. საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და საკითხი მერიასთან შეთანხმებული არ იყო.

ქავჟარაძის თქმითვე ორშაბათს კომპანიებთან კონსულტაციებს გაივლიან და არ გამორიცხავს, რომ ტარიფი ძველ ღირებულებას დაუბრუნდეს.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button