
ძლიერი წვიმების შედეგად, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში წყალდიდობა მძვინვარებს. ინდოეთის ცენტრალურ და დასავლეთ შტატებში, ამ დროის ინდორმაციით 33 ადამიანია დაღუპული.
წყალდიდობაა მეზობელ პაკისტანშიც, ბელუჯისტანის პროვინციაში დაღუპულთა ოდენობა 39-მდე გაიზარდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ავღანეთშიც, წყალდიდობამ ქაბულში, ასობით სახლი დააზიანა, დაღუპულია 5 ადამიანი, 17 კი დაკარგულად ითვლება. სტიქია 16 აპრილს დაიწყო.