მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“წყალი მარგებელის”გაფიცული თანამშრომლები აქციებს აანონსებენ

სადისტრიბუციო კომპანია “წყალი მარგებელი” თანამშრომელთა გაფიცვას ეხმაურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულ თანამშრომლებს, წესით, პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეT, ვინაიდან მათი ანაზღაურება შეადგენს 1100 ლარს, ასევე ისინი სარგებლობენ შვებულებით და მათი შრომითი პირობები არის იდეალური.

“გასაგებია, ეს მარტო მათი ტკივილი არ არის, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში, არამედ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე აისახება. გავაგრძელებთ კომუნიკაციას, შევეცდებით, რომ გამოიყოს იქიდან საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც გავესაუბრებით. ჩვენც აუცილებლად უნდა გადავხედოთ ჩვენს შესაძლებლობებს. დღეს დილით დამდგარ ფაქტზე ყველაფერზე პასუხს ახლა ვერ გაგცემთ,” – აცხადებს “მარგებელი ჰოლდინგის” ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჭკუასელი.

გაფიცულები კი აღნიშნავენ, რომ მათი ანაზღაურება 600 ლარს შეადგენს, რაც მათთვის მიუღებელია, ისინი ასევე ცუდ სამუშაო პირობებზე ჩივიან და ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button