მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

წყალმომარაგების კომპანია, ბავშვების მოწამვლის ფაქტზე, განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების კომპანია, გორში, ბავშვების მასიურად მოწამვლის ფაქტზე, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი, დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს.

“ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის  მიერ შემოწმებული პირველადი მონცამებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს  წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები  24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად,  სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს  წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. სათავენ ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ადგილზე ჩავა და ვითარებას გაეცნობა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე. აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია  გორში,  ყოველდღიურად   იღებს  წყლის სინჯებს  სხვადასხვა ლოკაციიდან. გასულ  დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის  შედეგების მიხედვით  სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორის კლინიკაში, ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50-მდე არასრულწლოვანი შეიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button