წყლის მოწამლვის ფაქტი ლაგოდეხში [Photo]

“ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წყლის მოწამლვის ფაქტი დაფიქსირდა”, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან აცნობეს.

“18 აგვისტოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გერმანელმა ვიზიტორებმა მდინარე ლაგოდეხის ხევში, საბანაო ადგილთან, შეამჩნიეს მდინარის ზედაპირის აქაფება, ქლორის მძაფრი სუნი და მკვდარი თევზები. ვიზიტორებმა სურათები გადაუღეს ოთხ ადამიანს, რომლებმაც, მათი თქმით, დაიწყეს წყლიდან მსხვილი თევზების შეგროვება. აღნიშნული ფაქტი ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, აღებულია წყლის სინჯები და მიმდინარეობს გამოძიება”, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15667″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button