წყვილი ოქრო და ვერცხლი სტარტზე

“საქართველომ წყვილი ოქროს მედლით გახსნა ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი” – ასე გამოეხმაურა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის საიტი ქართველი “ბერძენ-რომაელების” ჩინებულ სტარტს ბრაზილიურ სალვადორში გუშინ, 11 აგვისტოს დაწყებულ 21 წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობაზე.

იქ ფინალური შეხვედრები თბილისის დროით გამთენიისას დაიწყო, მათში კი ზაზა სილაგაძის 4 შეგირდიდან სამიმ ონაწილეობდა. საბოლოოდ ჩვენებმა 2 ოქროდა 1 ვერცხლი ირგუნეს. მსოფლიოს ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (74) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96) გახდნენ, ვერცხლს კი ნუგზარ წურწუმია (50) დასჯერდა.

ბოლქვაძემ ფინალში თურქი აკბუდალ ბურჰანი 4:3 დაჯაბნა, კახელაშვილმა კი ირანელ ჰოსეიმი ამირჰოსეინის 1:0 მოუგო. გადამწყვეტი პაექრობა ირანელთან დათმო წურწუმიამ – რეზა ხედრისთან 1:2 წააგო.

ამ გამარჯვებით ბოლქვაძემ თავისი “ახალგაზრდული” კომპლექტი შეკრა – შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლაკი – მსოფლიოს ჩემპიონიც. მის აქტივში ამავე ტურნირებისკიდევ ორი ბრინჯაოა – შარშან მსოფლიოზე გავიდა მესამეზე, წლეულს – ევროპაზე… ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს მედალოსნები არიან წურწუმია და კახელაშვილიც.

გუშინ უმედლოდ მხოლოდ ერთი ფალავანი დაგვრჩა – იმავე ჯილდოს კიდევ ერთი მფლობელი ლევან ქავჟარაძე (60).

დღეს, 12 აგვისტოს სალვადორში მორიგი ოთხი წონის ფალავნები იჭიდავებენ და, სავარაუდოდ, ჩვენი მონაგარი კიდევ უფრო გაიზრდება. მათ შორის – ოქროსიც, რადგან ჭიდაობს “ახალგაზრდა ლომად” შერაცხული ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ამ ასაკში ზვიად პატარიძე (120).

მის გარდა, ტურნირში გამოვლენ ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ირაკლი შავაძე (55), ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე (66) და გიორგი მელია (84).

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა ევროპის წლვანდელ პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო და 4 ბრინჯაო, 8 წონიდან კი მხოლოდ ორში დარჩა უმედლოდ, თუმცა იმ ათგან აცერთში მელიამ ბრინჯაოსთვის პაექრობაწააგო.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში შარშან სილაგაძის შეგირდებმა 1 ოქრო და 3 ბრინჯაო დაისაკუთრეს. იმ მედალოსანთაგან დღეს გუნდში მხოლოდ ბოლქვაძეა, რომელიც, როგორც გითხარით, მაშინ მესამეზე გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button