ცუკერბერგმა ახალი კამპანია დააანონსა

ინტერნეტი მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს – სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალი კამპანიის დაწყება დაანონსა.

ცუკერბერგის განცხადებით, ინტერნეტის განვითარება გაერო-ს დასახული მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს და მილიონობით ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება, რამდენადაც ინტერნეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ცოდნის გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.

ახალი პროგრამის განხორციელება მომდევნო 5 წლის განმავლობაში იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button