გია ლორთქიფანიძის ადვოკატი გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

გია ლორთქიფანიძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს, თუ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გია ლოპრთქიფანიძის დაკავაება გარდაუვალი იქნება – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატისთვის უცნობია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გია ლორთქიფანიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ჩამოვა თუ არა ლორთქიფანიძე საქართველოში. გელხაურის განცხადებით , პროკურატურის შუამდგომლობა ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო. ადვოკატის თქმით, 2013 წლის შემდეგ არ არსებობს მოწმე, რომელიც საქმეში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ბრალეულობას დაადასტურებდა ე.წ. 26 მაისის საქმეში.

„2013 წელს, როდესაც გამოძიება დაიწყო, დაიკითხა ყველა ის პირი, ვინც 26 მაისის აქციის დაშლაში იღებდა მონაწილეობას. გია ლორთქიფანიძეს მიცემული ჰქონდა გამოძიებისთვის ჩვენება არაერთხელ, ის ასევე სასამართლოში დაიკითხა. თუმცა, დღეს საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა წინასაარჩევნოდ წაეყენებინა გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალი და მოეთხოვა მისი დაპატიმრება, რათა მან საქართველოში ჩამოსვლა, ოჯახისა და მეგობრების მონახულება ვერ შეძლოს. ეს არის სუფთა პოლიტიკურად მოტივირებული გეგმა“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button