მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

წულუკიანი – თუ ჩამოვა, სააკაშვილს დაკავების პროცედურა ელოდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის საკითხს. წულუკიანის თქმით, თუკი სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს, მას აუცილებლად დააკავებენ. იუსტიციის მინისტრმა განცხადება დედოფლისწყაროში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის დროს გააკეთა.

ოპოზიციური კოალიცია „ძალა ერთობაშია“-ს მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას კვლავ მოჰყვა კითხვები მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების გეგმაზე თავად მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 6 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ საქართველოში დაბრუნების გეგმას 7 სექტემბერს გააცნობს ხალხს.

მსგავსი პოსტები

Back to top button