წვევამდელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იზორიას ჯერ არ მიუღია

შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება წვევამდელებთან დაკავშირებით,საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ აკონკრეტებს.

იზორიას განცხადებით, შესაწავლილია ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება და საბოლოო გადაწყვეტილება მასშემდეგ იქნება მიღებული, რაც ექსპერტების პოზიციას მოისმენს.
“ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობდით ყველა საკითხზე, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წვევამდელების ინსტიტუტს უკავშირდება. შევისწავლეთ პრაქტიკულად ყველა ქვეყნის გამოცდილება. ბუნებრივი, მე, როგორც მინისტრს ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ პოზიციის გამხოატვსიგან თავს ვიკავებ“,-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ახლო მომავალში სამინისტრო თავის პოზიციას გააცნობს ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორს და უკვე სამინისტროს საქმიანობის 100-დღიანი ანგარიშის წარდგენის დროს წვევამდელთა თემის შესახებ იქნება დეტალური საუბრია.

„ჯერ ჩვენ პოზიციებს ვაჯერებთ. შესაბამისად, ყველას აზრი გვაინტერესებს, განსაკუთრებით მათი, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული, მხედველობაში მაქვს ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. საბოლოოდ კონსესუსით გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული”,-აღნიშნა იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს შენაერთებში სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ ბრძანება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გამოსცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button