ცვლილებები სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით

ცნობილი გახდა, რომ ლარის გაუფასურების გამო, ცვლილებებია სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების ღირებულება 10 პროცენტამდე, კერძოდ 100 ათას ლარზე მეტით უძვირდებათ, ხელშეკრულების გადახედვისა და სახემწიფოსგან მეტი თანხის მოთხოვნის უფლება ეძლევათ.

ასევე, მათ უფლება აქვთ არ მოითხოვონ მეტი თანხა, მაგრამ შეასრულონ იმ ოდენობის სამუშაო, რაც მათთვის გაცემული თანხების პირობებში იქნება შესაძლებელი.

ეს შეღავათი მხოლოდ იმ კომპანიებს შეეხებათ, რომლებმაც სახელმწიფოსთან ხელშეკრულებები 1 მარტამდე გააფორმეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button