ტუნისის პოლიციამ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილები დააკავა [Video]
ტუნისის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი დააკავა, – იუწყება სააგენტო „Reuters.“
26 ივნისს, ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა განლაგებული, ტერორისტები ორ სასტუმროს დაესხნენ და დამსვენებლები ჩაცხრილეს. 39 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
თვითმხილველმა, ინციდენტის ამსახველი ფაქტები, მობილური ტელეფონის კამერაზე დააფიქსირა და გაავრცელა.
დაღუპულთა და დაჭრილთა შორის: დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
პოლიციამ ერთი ტერორისტი მოკლა.