მნიშვნელოვანირეგიონი

ტურისტები ბაკურიანს ტოვებენ

ბაკურიანში, წყლით მომარაგების პრობლემის გამო, ტურისტები სასტუმროს ჯავშნებს აუქმებენ, კურორტზე მყოფი დამსვენებლები კი იქაურობას ვადაზე ადრე ტოვებენ.

უკვე ექვსი დღეა, კურორტის 20-მდე სასტუმრო წყლის გარეშეა დარჩენილი. პრობლემა აღმაშენებლისა და წაქაძის ქუჩებზე და კოხტა გორის მიმდებარე ტერიტორიაზეა შექმნილი. სასტუმრო „პანორამის“ ადმინისტრატორი გიორგი გუმბერიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს, რადგან დამსვენებლებმა სასტუმრო ყველაზე პიკურ პერიოდში დატოვეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო. 4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. კომპანიაში პრობლემას ამინდს აბრალებენ.

ამ დროისთვის ბაკურიანი ტექნიკური მოხმარებისთვის წყლით ბორჯომისა და ახალციხის სახანძრო მანქანებით მარაგდება. საკურორტო ზონებში კომპანია პრობლემის მოგვარებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ბორჯომის ვიცე-მერი ბუბა ბერიძე ამბობს, რომ კურორტზე პრობლემა უნალექობამ, წნევის ვარდნამ და დამსვენებელთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button