ტურისტებმა ტრევის შადრევანში მილიონ-ნახევარი ევრო „ჩაყარეს“ [Photo/Video]

რომის შადრევან ტრევიში ტრადიციად ქცეულმა მონეტების ჩაყრამ წელს იტალიას 1,4 მილიონი ევროს მოგება მოუტანა. ინფორმაციას გაზეთი La Repubblica ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობა თანხის ნაწილს კათოლიკურ ფონდ Caritas-ს გადაურიცხავს, დანარჩენი ფული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სუპერმარკეტის აშენებასა და მათხოვართა თავშესაფრებს მოხმარდება.
გავრცელებული ლეგენდის თანახმად, თუ შადრევანში მონეტას ჩააგდებ, რომში კვლავ დაბრუნდები. 2 მონეტის ჩაგდება სასიყვარულო შეხვედრის მომასწავებელია, 3 – ქორწილის, 4 – გამდიდრების, ხოლო 5 – განშორების. ადგილობრივ სამსახურებს შადრევნიდან ყოველი წლის ბოლოს 700 000 ევრო ამოაქვთ.
ტურისტები შადრევანში ევროს, დოლარის, იენისა და ავსტრალიური დოლარის მონეტებს ადგებენ. ასევე, რომის პოპულარული ღირსშესანიშნაობიდან ხშირად ამოაქვთ მედალიონები, ხატები, ბოქლომები, სამაჯურები, მზის სათვალეები და კბილის პროტეზები.
ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ტრევის „შემოსავალი“ ადგილობრივი მუზეუმების მოგებას აღემატება. მაგალითად რომის ნაციონალური მუზეუმის წლიური შემოსავალი 1,1 მილიონ ევროს არ აღემატება.
ტრევი – რომის უმსხვილესი შადრევანია. მისი სიმაღლე 25,9 მეტრს, ხოლო სიგანე 19,8 მეტრს შეადგენს.
ბაროკოს სტილში შესრულებული შადრევანი 1732-1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლა სალვიმ ააგო.

[print_gllr id=56397]

მსგავსი პოსტები

Back to top button