მნიშვნელოვანისიახლეები

ტურისტულ სექტორში დასაქმებულები ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქციას მართავენ – იგეგმება მსვლელობაც

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო

“ტურიზმის განგაში” – ბათუმში ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მათი თქმით, ეს ის სფეროებია, რომელზეც მავნებლური პოლიტიკა და სხვადასხვა გადაწყვეტილებები მომენტალურად ახდენს გავლენას, ხოლო ბოლო წლებში “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ძალიან დაზარალდნენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები: “ქოცებო თქვენი ჩექაუთის დროა”; “Extra bed-ს არასდროს ერქმევა კოიკა”; “ბათუმი-ქართული ევროპული ქალაქი”; “თქვენი ჯავშანი გაუქმებულია”; “ოღონდ წადით და ხურდაც დაიტოვეთ” და სხვა.
„იზოლირებულ საქართველოს სტუმრები არ ჰყავს“, – ამის შესახებ ტურისტულ სექტორში დასაქმებულმა განაცხადეს, რომლებიც ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქციას მართავენ.
ტურისტულ სექტორს დასაქმებულები აჭარის მთავრობის სახლის მიმართულებით მსვლელობასაც გეგმავენ.

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო აქციების დროს სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები.

პროტესტის მონაწილეების თქმით, მათაც უნდათ, რომ ახალი წელი უხაროდეთ და აღნიშნავდნენ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. ისინი მსახიობ მაკა შალიკაშვილს რუსს უწოდებენ და ნაძვის ხის ღონისძიების წაყვანის გამო აკრიტიკებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button