ტუტანჰამონის ნიღაბი ნეფერტიტის ეკუთვნოდა [Photo/video]
ტუტნაჰამონის ძველეგვიპტური ოქროს ნიღაბი ფარაონს კი არ ეკუთვნოდა, არამედ დედოფალ ნეფერტიტის, – განახცადა გაზეთ The Independent-თან ინტერვიუში ბრიტანეთის მუზეუმის ძველი ეგვიპტის განყოფილების ყოფილმა კურატორმა, არქეოლოგმა ნიკოლას რივზმა.
მეცნიერი ამ ფაქტს ორი გარემოებით ხსნის. მიმდინარე წლის სექტემბერში ნიღაბზე ბეჭედი აღმოაჩინეს, რომელზეც დედოფალ ნეფერტიტის რეტუშირებული სახელი ეწერა. ამის გარდა, ნიღაბს ყურები გახვრეტილი აქვს, რაც ქალებისა და ბავშვების ძველეგვიპტური ნიღბებისთვისაა დამახასიათებელი.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის იანვარში ნიღაბს წვერი მოსტეხეს, მეცნიერებმა სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყეს და ახალი აღმოჩენა გააკეთეს.
ამ აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტუტანჰამონის აკლდამის საიდუმლო ამოცნობილია. მოცემულ მომენტში მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ფარაონ ეხნატონის მეუღლის – ნეფერტიტის აკლდამა იპოვეს.
თუ იმ საიდუმლო ოთახში, რომელიც ძველმა არქიტექტორებმა ხალხს დაუმალეს, მეცნიერებმა ნეფერტიტის ნეშტი იპოვეს, მაშინ ეს ფაქტი 21-ე საუკუნის არქეოლოგიის უდიდეს აღმოჩენად იქცევა.
შეგახსენებთ, რომ კაიროს მუზეუმში სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს მუშებმა ტუტანჰამონის ნიღაბი შემთხვევით დააზიანეს, წვერი მოსტეხეს და შემდეგ ეპოქსიდის წებოთი მიამაგრეს, რამაც არტეფაქტის დამახინჯება გამოიწვია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24467″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]