“TV 25-ს მენეჯმენტი თანამშრომლებს კომპენსაციას გადაუხდის”

“TV 25-ს მენეჯმენტი გათავისუფლებულ თანამშრომლებს ერთი თვის კომპენსაციას გადაუხდის”, – ამის შესახებ რადიო “თბილისს” ტელევიზიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გია სურმანიძემ განუცხადა.

სურმანიძე ფიქრობს და ამბობს, რომ თანამშრომლების გათავისუფლება კანონიერად მოხდა და ის მზად არის მათთნ სამართლებრივი დავისთვის.

ტელეკომპანია “25-ე არხზე” ამ დროისთვის საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელია გათავისუფლებული. მათ შორისაა საინფორმაციოს სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე, ტოქ-შოუ “დიალოგის” ავტორი და წამყვანი ჯაბა ანანიძე, ამავე გადაცემის პროდიუსერი ირმა ზოიძე და ახალი ამბების წამყვანი ნინო ხელაძე.

მოუსმინეთ მოკლე ინტერვიუს გია სურმანიძესთან

მსგავსი პოსტები

Back to top button