მნიშვნელოვანისიახლეები

TV პირველი სასამართლო განჩინებას სააპელაციოში ასაჩივრებს

ტელეკომპანია საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც საქალაქო სასამართლომ მიიღო და პროკურატურას ამით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მისცა. სააპელაციოში საჩივარი ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ შეიტანა.

TV პირველის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ტელევიზიაში შეჭრის საფრთხე იქამდე არსებობს, ვიდრე არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი. თავად ეს დოკუმენტი კი ადვოკატის შეფასებით უკანონო და თავისუფალი სიტყვის შემზღუდველია.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ნება დართო ჩანაწერების შემცველი ელექტრომატარებლები TV პირველიდან ამოიღოს, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი “გამოიყენოს პროპორციული ზომები”.

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით დაიწყო,

მსგავსი პოსტები

Back to top button