კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე აიყვანეს. მას ბრალად ედება ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებზე ძალადობა და მათი საქმიანობისთვის ხელისშეშლა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში დაუპირისპირდა „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალა. ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინციდენტი სოფელ წინწყაროში გუშინ,30 ივნისს მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button