მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

TV-პირველის საქმე შესაძლოა სტრასბურგში გასაჩივრდეს

TV პირველის საქმეზე სასამართლო განჩინება შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდეს, ამის შესახებ ტელეკომპანიის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს

“ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასეთი ტიპის განჩინებები ზოგადად მისი აღსრულებით 48 საათში საჩივრდება, ვადა ასეთია, თუმცა ჩვენ ამ ვადის დადგომას ვერ და არ დაველოდებით.
ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ხვალ”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, “წინააღმდეგობის გაწევისას” კი “იძულების პროპორციული ზომის” გამოყენების უფლება მისცა.

TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button