მნიშვნელოვანისაქართველო

Tv პირველის ჟურნალისტს კონტრაქციაზე ხელით შეეხნენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე კონტრაქციის მონაწილეებს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებთან შელაპარაკება მოუვიდათ. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, სესილი ბოკერიას კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელით შეეხო, რის გამოც, ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, შსს-ს მოუწოდა, ამ ფაქტზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეთ და უზრუნველყონ ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

კონტრაქციის მონაწილეების მტკიცებით, ჟურნალისტებს შორის იმყოფებიან პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ არცერთ მედიასაშუალებას და არიან პროვოკატორები. სწორედ ამ მიზეზით მოხდა აქციის მონაწილეების შელაპარაკება ჟურნალისტებთან.

კონტრაქციაზე მყოფი რადიო თავისუფლების, ლიბერალისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტები ასევე მიუთითებენ მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, თბილისი პრაიდის აქცია და რადიკალურად განწყობილი ჯგუფის კონტრაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 სათიდან მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, კონტრაქციის მონაწილე 9 პირია დაკავებული, რომლებიც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ბარიკადების გარღვევის მცდელობისთვის დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button